ლოპოტისა და თელავის ტურნირების შემდეგ ამჯერად საერთაშორისო საჩოგბურთო ჩელენჯერს თბილისი უმასპინძლებს
ლოპოტისა და თელავის ტურნირების შემდეგ ამჯერად საერთაშორისო საჩოგბურთო ჩელენჯერს თბილისი უმასპინძლებს. ხვალიდან მზიურის კორტებზე სტარტს მამაკაცების 25 ათასიანი შეჯიბრება აიღებს, სადაც ჩვენი ქვეყნის სახელს ნაკრების მოთამაშეები დაიცავენ. ხოლო მომდევნო კვირაში საქართველოს დედაქალაქში ასევე კაცებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, 50 ათასიანი ტურნირი ჩატარდება. ნაკრების ჩოგბურთელები მზიურის კორტებზე ემზადებიან
