ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
პირველად, საქართველოში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. გადაწყვეტილება საერთაშორისო საციგურაო კავშირმა მიიღო. „თრიალეთის თასი 2025“-ს თბილისი არენა უმასპინძლებს. პრესტიჟული ღონისძიების ჩატარება სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძისა და ციგურაობის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ კიმ ჯეი იულის შეხვედრისას გადაწყდა
