გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თელავში, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა და ობიექტზე სამუშაო პირობებს გაეცნო
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თელავში, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა და ობიექტზე სამუშაო პირობებს გაეცნო. დღეს მინისტრს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, ასევე, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს. დავით სონღულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კახეთში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებსაც დაათვალიერებს