ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა „ათინათი” საბერძნეთის დედაქალაქში ორი სპექტაკლი წარმოადგინა
ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ საბერძნეთის დედაქალაქში ორი სპექტაკლი წარმოადგინა. პირველ დღეს მაყურებელმა „დარისპანის გასაჭირი“ იხილა, ხოლო მეორე დღეს რეჟისორ ბადრი წერედიანის მიერ დადგმული „სამანიშვილის დედინაცვალი“ იქნა წარმოდგენილი. სპექტაკლებმა ანშლაგით ჩაიარა. სხვადასხვა დროს ორივე სპექტაკლს საერთაშორისო სამოყვარულო ფესტივალებზე გრან-პრი და მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მოპოვებული
