ქაშმირის რეგიონის გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარება დაძაბული რჩება
ქაშმირის რეგიონის გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარება დაძაბული რჩება. გამთენიისას აფეთქება მოხდა პაკისტანის რავალ პინდის პროვინციაში მდებარე ავია ბაზაზე. მანამდე, კი 10 აფეთქება მოხდა ქაშმირში, ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში მდებარე აეროპორტის მახლობლად. რეგიონი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ბოლო ცნობებით ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შექმნილი ვითარების განსახილველად ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
