პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ასევე მოიცავს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ენერგეტიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. ხელშეკრულება ჩაანაცვლებს ვარშავასა და პარიზს შორის 1991 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შეთანხმება, არსებული კრიზისების საფუძველზე, კარს უხსნის ახალ ევროპულ სოლიდარობას. დონალდ ტუსკის თქვით კი შეთანხმება პასუხია შეერთებული შტატების მოწოდებებზე, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვა უნდა გააძლიეროს
