შეერთებული შტატების საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინაში სერიოზული საჰაერო იერიშია მოსალოდნელი
შეერთებული შტატების საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინაში სერიოზული საჰაერო იერიშია მოსალოდნელი. საელჩო ურჩევს მოქალაქეებს წინასწარ დაადგინონ თავშესაფრების მდებარეობა, საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ იქ, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას, მოიმარაგონ წყალი, საკვები, მედიკამენტები და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებებს
