ევროპის ჩემპიონატზე
ზედიზედ მეორედ, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში ჩვენმა გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს მთავრობისგან პრემიის სახით მილიონი ლარი გადაეცა. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი, რომელსაც 11 მაისს ისლანდიასთან გამართავს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ერქვანია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
