პოლონეთი და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
პოლონეთი და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. პოლონეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ორივე მხარე ვალდებულებას იღებს საფრთხის ან თავდასხმის შემთხვევაში, ერთმანეთს სამხედრო დახმარება გაუწიონ. პოლონეთმა პირველად გააფორმა ამგვარი ხელშეკრულება არა მეზობელ სახელმწიფოსთან. დოკუმენტში ასევე საუბარია სამხედრო წარმოების, ბირთვული ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობაზე.