გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინის ევროპელმა პარტნიორებმა ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს
გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინის ევროპელმა პარტნიორებმა ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს. ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანია საფრანგეთი პოლონეთი და უკრაინის სხვა პარტნიორები, რუსეთს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის 30 დღიან შეწყვეტას. ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ ომში ხანგრძლივი პაუზა, მხარეებს შორის სამშვიდობო ზავის გაფორმების წინაპირობას შექმნის. გერმანიის კანცლერის ცნობით, დეკლარაციაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ უკრაინა ომის დასრულების თემაზე გამართულ ნებისმიერ დისკუსიაში უნდა მონაწილეობდეს.
