სენაკში ასი ბავშვისთვის გათვალისწინებული ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
სენაკში ასი ბავშვისთვის გათვალისწინებული ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური ფონდი ასრულებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს და მისი ღირებულება ხუთ მილიონ ლარზე მეტია. ადგილზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა. ჯამში პროგრამა 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა -რეაბილიტაციას ითვალისწინებს
