კულტურის სამინისტრო მუზეუმებში რეაბილიტაციის პროცესს იწყებს
კულტურის სამინისტრო მუზეუმებში რეაბილიტაციის პროცესს იწყებს. პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული და გადაუდებელი საჭიროების მქონე ხუთი მუზეუმი გამოიკვეთა .ესენია გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლმუზეუმები და დადიანების სასახლის პირველი ისტორიული შენობა. კულტურის მინისტრი გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში იმყოფებოდა, საიდანაც უახლოეს მომავალში, ექსპონატებს დროებით საჯარო ბიბლიოთეკის საცავებში გადაიტანენ, იქვე გააგრძელებენ მუშაობას მუზეუმის თანამშრომლები რეაბილიტაციის პერიოდში. ლიტერატურის მუზეუმის შენობას, რომელიც 1850-იან წლებში არის აგებული, 80-იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია, შენობა ისტორიული იერსახის შენარჩუნებით აღდგება.
