ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა
ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ფორმით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, ქართული ოპოზიციისთვის დღის წესრიგი შექმნას. პრემიერ მინისტრი კი ესტონეთის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯზე საუბრობს და ამბობს რომ , ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველო მაინც ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში რჩება.
