დონალდ ტრამპი გერმანიის ახალ კანცლერს ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა
დონალდ ტრამპი გერმანიის ახალ კანცლერს ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა. გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკთხის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მერცი მიიჩნევს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს. დონალდ ტრამპმა კი გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის საკითხზე გერმანიის საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ასევე სხვა ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ამერიკასა და ევროპას შორის ტარიფების სადავო საკითხის სწრაფად მოგვარების აუცილებლობაზე.
