"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი მომავალ კვირას ჩინეთს ტარიფებს შეუმცირებს
"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი მომავალ კვირას ჩინეთს ტარიფებს შეუმცირებს. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე დაწესებული 145 პროცენტიანი ტარიფი, 50 პროცენტამდე დაწიოს. ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებზე დღეს მოლაპარაკებები იწყება შვეიცარიაში. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო დავა მალე მოგვარდება.
