აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ორესტი ბერულავას ესტუმრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ორესტი ბერულავას ესტუმრა. 99 წლის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერან არტემ კოპალიანთან იმყოფებოდნენ.
