ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა. ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია ჩემს კოლეგას მიეჭრა, მუშაობაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალა, რესპონდენტს კი საუბარი არ აცალა. რუსეთისგან რუბლების მიმღებმა ხოშტარიამ, იმედის ჟურნალისტს რუსი უწოდა, არადა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი კრემლის ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლით ფინანსდება. ელენე ხოშტარიას შემდეგ იყო თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელსაც იქ მყოფებმა მხარი აუბეს.
