9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე
9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე. თარიღი ეძღვნება რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციას, წელს 75-ე წლისთავია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში ამ დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ქარდები გამოაქვეყნეს. პრემიერ - მინისტრის განცხადებით, ევროპა არის ყველაზე ძვირფასი სივრცე, რომელსაც წინსვლას, განვითარებას და კეთილდღეობას უსურვებს. ირაკლი კობახიძემ ევროპის შემაშფოთებელ ტენდენციებზეც ისაუბრა.
