სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოს მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი მონაკვეთი მოიცავს 4 ზოლიან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს. გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს და შეამცირებს გადაადგილების დროს.
