დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში
დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. შალვა პაპუაშვილის თქმით, 80 წლის წინ საქართველომ და მოკავშირეებმა გაიმარჯვეს. ამ დღის აღნიშვნა კი, ტრადიციად იქცა. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე წერს, რომ გარკვეულმა ადამიანებმა ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 9 მაისი არის და იქნება დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი წვლილი მიუძღვის, ამ ისტორიის გადაწერა კი არ მოხდება.
