პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული, მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა და აიძულებდა გამომუშავებული თანხა მისთვის ჩაერიცხა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
