„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა. აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის პროგრამის სერტიფიკატი მიენიჭა. ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში გაფორმდა. სწავლების პროცესში ჩართული იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული 6 ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, სამხედრო საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია.