მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გახსნის
მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გახსნის. ოპოზიცია კი ჯერ ისევ გაურკვევლობაშია, იმედგაცრუებულია ოპოზიციური ელექტორატი. ოპოზიციაშივე კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვების რესურსი არ აქვთ. არჩევნებისთვის ოფიციალურად გირჩი ემზადება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის ნაწილი, მათი აქტიურობის და უკვე დაწყებული სამზადისის ფონზე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, ქართული ოცნება ქვეყნის 64 ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს .
