„მაჩაბელი - 2025“ - ლიტერატურული კონკურსი დაიწყო. საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა 20 მაისია
„მაჩაბელი - 2025“ - ლიტერატურული კონკურსი დაიწყო. საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა 20 მაისია. პრემია მაჩაბელი 5 ნომინაციაში გაიცემა, გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ პრემია 3000 ლარის ოდენობით. ლიტერატურული კონკურსის ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი.
