საქართველო ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა
საქართველო ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა. ქვეყანაში ბი ფი ოუ ინდუსტრია განვითარდა და დღეს საქართველო მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, რასაც ადგილზე სექტორის უმსხვილესი კომპანიების ოპერირებაც მოწმობს.
