საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეგლამენტის პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეგლამენტის პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა. ახალი რეგლამენტით, ინტერპელაცია სასესიო კვირის ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება. დეპუტატებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკითხზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირი დაიბარონ და შეკითხვები დაუსვან. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია.
