ამერიკის საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს
ამერიკის საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამჯერად დიპლომატიური წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს მათ მიერ გავრცელებულ შეტყობინებას და სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობას უკავშირდებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი.
