„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა საკუთარ სტადიონზე „არსენალი“ 2:1 დაამარცხა. ორი შეხვედრის ჯამში კი მეტოქეს 3:1 აჯობა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და არა ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შექმნა. ქართველი ფეხბურთელი 18 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. კახა კალაძის შემდეგ ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო. ინტერი - „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა მიუნხენის ალიანს არენაზე, 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება