Spiegel: მოსკოვში აღლუმს 5 ევროპარლამენტარიც დაესწრება
მოსკოვში აღლუმს 5 ევროპარლამენტარიც დაესწრება. ინფორმაციას გერმანული Spiegel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 9 მაისს მოსკოვში იქნებიან გერმანელი დეპუტატები, ასევე, ევროპარლამენტარები ჩეხეთიდან, კვიპროსიდან და სლოვაკეთიდან, რომელთა ვინაობაც არ სახელდება. მოსკოვში უკვე იმყოფებიან ჩინეთის, სერბეთის, ბრაზილიის, ვენესუელის, კუბის, მონღოლეთისა და ეკვადორის პრეზიდენტები. სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნებმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. ინდოეთის პრემიერმა ვიზიტზე უარი პაკისტანთან გართულებული ვითარების გამო თქვა. მოსკოვში ჩასვლა გადაიფიქრეს აზერბაიჯანისა და ლაოსის ლიდერებმაც
