შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს