გიორგი ჩიკვაიძეს 9, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გიორგი ჩიკვაიძეს 9, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. იახტების საქმეზე განაჩენი გამოტანილია. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებისას დარბაზში ბრალდებული ჩიკვაიძე შემოიყვანეს. მან სასჯელის ვადის გამოცხადების შემდეგ მოსამართლეს შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართა, რის შემდეგაც დარბაზი დაატოვებინეს. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.
