ცხოვრების სტანდარტის რეიტინგში საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს
ცხოვრების სტანდარტის რეიტინგში საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს. გაერომ ადამიანის განვითარების ინდექსზე დაყრდნობით რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74 ნახევარ წელს შეადგენს, მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, 20 ათას დოლარს აღემატება. ამ მონაცემების მიხედვით კი, საქართველო 193 ქვეყანას შორის რეიტინგში 57-ე ადგილს იკავებს. ცხოვრების საუკეთესო სტანდარტი ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაშია.
