ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას შეაჯამა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 13 წელი
ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას შეაჯამა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 13 წელი და ისაუბრა პარტიის სამომავლო გეგმებზე. პარტიის თავმჯდომარემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი უწყვეტ 13-წლიან მშვიდობას. მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება . პარტიას არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს და რამდენიმე კვირაში საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად გახსნის. უცვლელია ეროვნული მიზანი, ეს არის საქართველოს გამთლიანება. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი. მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარე ძალებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა
