ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. მის კანდიდატურას რიგით მეცხრე ყრილობაზე, პარტიის დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ყრილობას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეც ესწრებოდა. დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც .პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი და ნინო წილოსანი. ყრილობის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები