რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული ჯორჯე სიმიონი აცხადებს, რომ ევროკავშირი შეეცდება მეორე ტურისთვის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული ჯორჯე სიმიონი აცხადებს, რომ ევროკავშირი შეეცდება მეორე ტურისთვის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს. სიმიონი მიიჩნევს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია რუმინეთში მემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ რუმინეთში გლობალისტებმა გამანადგურებელი მარცხი განიცადეს და რევანშისთვის ემზადებიან.