პაკისტანის შეიარაღებული ძალები ირწმუნება, რომ ინდოეთის მიერ ექვს სხვადასხვა ადგილას მიტანილი იერიშების დროს ,26 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა
პაკისტანის შეიარაღებული ძალები ირწმუნება, რომ ინდოეთის მიერ ექვს სხვადასხვა ადგილას მიტანილი იერიშების დროს ,26 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. ინდოეთის არმიაში კი აცხადებენ, რომ პაკისტანის მიერ განხორციელებული საარტილერიო თავდასხმისას, ინდოეთის მხარეს 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ნიუ დელი ირწმუნება, რომ სარაკეტო იერიშები პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში 9 ტერორისტულ ადგილზე მიიტანა,. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ესკალაცია გასულ თვეში ინდოეთის ტურისტულ რაიონში მომხდარ სისხლიან თავდასხმას მოჰყვა, რომელზეც პასუხისმგებლობას ნიუ დელი ისლამაბადს აკისრებს.
