ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა და ის 8%-ს შეადგენს
ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა და ის 8%-ს შეადგენს. ნარჩუნდება ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, საშუალოდ 9.3% შეადგინა.
