ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა. კომისიას სპორტის მინისტრი უხელმძღვანელებს. წევრები იქნებიან შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრების პირველი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვიცე-მერი და ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი.