ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩში გამოვლინდება
ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩში გამოვლინდება. პირველი შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა სტუმრად 1-0 მოიგო. „პარი სენ-ჟერმენი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში ტრებლის შესრულების შანსი აქვს: საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა, საფრანგეთის თასის ფინალშია გასული და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძვის. ხვიჩა კვარაცხელიას კი შანსი აქვს კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. კვარას შესახებ პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც ისაუბრა.