შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვიდი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, შვიდი ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. პოლიციამ რამდენჯერმე შეისყიდა ნარკოტიკები და გადაიღო საკონტროლო შესყიდვა. ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკი და კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები. დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
