ახალი რწმუნებულები
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა. მინისტრმა ყოფილ გუბერნატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად სიმონ გულედანი, მცხეთა-მთიანეთში ალექსანდრე ზაგაშვილი, ქვემო ქართლში კი ლევან ხარაბაძე დანიშნა.
