ჩინეთმა და ევროპარლამენტმა თანამშრომლობა აღადგინეს
ჩინეთმა და ევროპარლამენტმა თანამშრომლობა აღადგინეს. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური პეკინი და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო შეთანხმდნენ, რომ ორმხრივ კონტაქტებზე აქამდე არსებული შეზღუდვები მოხსნან. ორივე მხარე მიიჩნევს, რომ დიალოგი და თანამშრომლობის გაღრმავება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპარლამენტისა და ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობები ურთიერთკრიტიკის გამო, არასტაბილური იყო.
