პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციური მემარჯვენე პარტიის ლიდერი ელის ვაიდელი ამ მოწოდებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც კოალიციური მთავრობის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა კანცლერის პოსტის დასაკავებლად ბუნდესტაგში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის თქმით, ეს კოალიციის სისუსტეზე მიუთითებს. ელის ვაიდელი აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მისი პარტია სახელისუფლებო პასუხისმგებლობისთვის მზად არის.
