სააგენტო „როიტერსის“ სტატია
სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ უკრაინისთვის ამერიკის სამხედრო დახმარების შეწყვეტა შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების, კერძოდ კი, მისი ახალი ხელმძღვანელის, პიტერ ჰეგსეტის და არა დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო. „როიტერსი“ წერს, რომ ჰეგსეტმა შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის განკარგულება თეთრ სახლთან შეუთანხმებლად გასცა. საქმე ეხება საბრძოლო მასალით დატვირთული 11 სამხედრო ავიარეისის გაუქმებას.
