თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის მიმდინარეობას გაეცნო
თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, სწავლების სხვადასხვა ადგილმდებარეობას ესტუმრა. სწავლების ხელმძღვანელმა მათ სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში სწავლების სრული სიტუაციური სურათი აჩვენა. ირაკლი ჩიქოვანი პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მართვის ცენტრსაც ეწვია. მინისტრი ადგილზე დააკვირდა ქვედანაყოფების წვრთნის პროცესს, რომელთა მიზანსაც, სიმულაციური სცენარის მიხედვით, კრიზისებისა და საომარი მოქმედებების მართვა და კონტროლი წარმოადგენს.
