სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა ეკონომიკის მინისტრმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა ეკონომიკის მინისტრმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე. ლევან დავითაშვილი სომხეთში იმყოფება. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოსა და სომხეთში არსებული ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების, ასევე არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმზე, რომელსაც ორივე ქვეყნის კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.