ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარუდგინა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარუდგინა. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. მინისტრის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასაც გამოეხმაურა. განმარტა, რომ პირველ კვარტალში გეგმა 102 პროცენტით შესრულდა. საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულებამაც.
