ევროპის სახალხო პარტია ახლა არასამთავრობოების გამჭვირვალობას თავად ითხოვს
ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალობის კანონის მიღებისთვის გამორჩეულად მწვავედ და ხშირად აკრიტიკებდა, ახლა არასამთავრობოების გამჭვირვალობას თავად ითხოვს. ის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ლაპარაკობს, ახლა ევროპარლამენტის მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგში დადგა. იპიპის წევრები ენჯეოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ლობისტურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვის გამო, ევროკომისიას გამოძიებას სთხოვენ. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპულმა სტრუქტურებმა არასამთავრობოებისთვის და სამოქალაქო ჯგუფებისთვის რვა მილიარდზე მეტი გამოყვეს. თავად ევროპული სტრუქტურები აღიარებენ, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი არამიზნობრივად დაიხარჯა.
