მმართველი გუნდის შეფასებები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტზე
„ე.წ მეგობარი აქტი ყველაფერია, გარდა რეალური მეგობრობისა“ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტზე. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მეგობარ აქტად წოდებული დოკუმენტი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს ინტერესებს, ისე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვას. ამ კანონპროექტის საბოლოოდ მიღება კი იმ არაფორმალური ძალების ინტერესებშია, რომელთა მიზანიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებაა. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ღიად ამბობენ, რომ ამ შედეგისთვის ბევრი იბრძოლეს.
