მწვავეა შეფასებები, რომელიც დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლზე კეთდება
ამაზრზენი და მორალისგან დაცლილი - მწვავეა შეფასებები, რომელიც დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლზე კეთდება. უცენზურო გამონათქვამები, ლგბტ პროპაგანდა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. სოციალურ ქსელში სპექტაკლის, „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტი გავრცელდა. ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, სანდრო სამხარაძისა და გაგა შიშინაშვილის მონაწილეობით პიესა სამეფო უბნის თეატრის სცენაზეა წარმოდგენილი. პარალელურად, ვიდეოჩანაწერის სახით, გავრცელდა კიდევ ერთი მასალა, უცენზურო და მძიმე შინაარსის გამო, „ქრონიკა“ ამ ფრაგმენტებს წინასწარი გაფრთხილებით გთავაზობთ.